პოლიციამ დღეს, ამორალური საქციელისთვის და უხეშობისთვის, რესპუბლიკა კაZანტიპის ტერიტორია, პოლიციამ რამდენიმე სტუმარს დაატოვებინა.
რესპუბლიკა Z-ის მთავრობა მოუწოდებს თითოეულ მის ბინადარს თუ სტუმარს, გაითვალისწინონ, რომ რესპულიკა კაZანტიპში ზუსტად ისევე იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და კანონს, როგორც სხვაგან. ხოლო, ის არაერთი განცხადება, პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში, პოლიციის მხრიდან განსაკუთრებული კონტროლის შესახებ რეალურია.
"იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება, რადგან კაზანტიპის მთავრობა წინააღმდეგიაა საქართველოს ტრადიციების შეურაცმყოფელი და ამორალური საქციელის. ასე რომ, გაატარეთ ყველაზე ბედნიერი ზაფხული ანაკლიიდან განმუხურამდე გადაჭიმულ ულამაზეს სანაპიროზე, უმაგრეს მუსიკოსებთან ერთად და შეიგძენით რეალობის რეალური ალტერნატივა, და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში", - ნათქვამია რესპუბლიკა Z-ის მთავრობის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები