30 მარტს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის NDI-ის ოფისის საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წევრები იმსჯელებენ თემაზე: "საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა და მოახლოებული თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები".
სტუდენტებთან შეხვედრა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" ფარგლებში ხორციელდება.
წარმოდგენილი იქნება მოხსენებები NDI-ის ოფისში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებსა და მის შედეგებზე (რა საკითხეებზე მოხდა მხარეთა შორის პოზიციების შეჯერება, რა დარჩა შეუთანხმებელ საკითხებად).
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა დაესწრებიან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში NDI-ის ოფისის დირექტორი ლუის ნავარო, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.