შსს-სსასაზღვრო პოლიციის პირველი სამმართველოს და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქე რუსთამჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სარფში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული სარფის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოსსსკ-ს 19-344-ემუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.