სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" ტარდება კონფერენცია თემაზე: "დიალოგი პროფესიულ სასწავლებლებსა და დამსაქმებლებს შორის".
კონფერენციას ესწრება საქართველოში მოქმედი ყველა პროფესიული სასწავლებლის წარმომადეგენელი, ასევე განათლების სამინისტროს, ბიზნესის სფეროს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებლები. კონფერენციაზე მოხდება სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელიც პროფესიულ განათლებას და დამსაქმებლებს შორის ეფექტურ თანამშრომლობის გზების ძიებას ეხება და რომელიც ბრიტანელი კონსულტანტის დახმარების შეიქმნა. სახელმძღვანელოს ავტორები არიან თამარ ტაბიძე და მაია წერეთელი.
როგორც კონფერენციის ორგანიზატორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, 30 მარტს მოხდება ~თანამშრომლობის გზამკვლევის~ გაცნობა და პრეზენტაცია კვლევისა: “მოთხოვნათა თანხვედრა – დამსაქმებელთა და მოსწავლეთა ხედვა პროფესიული განათლებისა და მომზადების შესახებ სასტუმროს სექტორში”
კონფერენცია 29 მარტს გაიხსნა და 30 მარტს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები