დეკლარირების გარეშე შემოტანილი ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკები აღმოაჩინეს 16 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის" ტერიტორიაზე. მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 1 195 000 ცალი მარკა თურქეთის მხრიდან შემოსული თურქეთის მოქალაქე მ.ი.-ს ავტომობილის დათვალიერებისას იპოვეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 57360 ლარი. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
მასალის გამოყენების პირობები