ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი ევროპარლამენტარებს საქართველოს ოკუპაციის სწორად და ობიექტურად შეფასებისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ ბერუჩაშვილმა დღეს პარლამენტში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ბერუჩაშვილმა ევროპარლამენტარებს გადაუხადა მადლობა იმ მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს დემოკრატიის გზაზე იჩენს.
მისი თქმით, ევროპარლამენტი ის ერთდართი ინსტიტუცია იყო, რომელმაც თავის დროზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ნამდვილი სახელი უწოდა, სხვა ევროინსტიტუტებს კი მომხდარის სწორად შეფასება, გაცილებით გაუჭირდათ.
ევროპარლამეტარები საქართველსო 1-ელ აპრილს დატოვებენ.
მასალის გამოყენების პირობები