30 მარტს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრში ქართულ-გემრანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ქართველი საზოგადო მოღვაწეები “ევტერპეს” პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისთვის ქართველი საზოგადო მღვაწეები “ევტერპე”-ს პრიზით დაჯილდოვდებიან.
ფრანკფურტის ქართული დიასპორის “ქართული კულტურის ფორუმის” თავმჯდომარის მანანა თანდაშვილის ინფორმაციით, პრიზი “ევტერპე” 2008 წელს ფრანკფურტის ქართული სათვისტომოს ინიციატივითა და საქართველოს დიასპორების სახემწიფო აპარატის თანადგომით დაარსდა და ყოველწლიურად იმ ქართველ ხელოვანს გადაეცემა, რომელიც ევროპასთან საქართველოს კულტურული ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს.
“ევტერპეს” წლის პრიზის საზეიმო გადაცემის ცერემონიალზეა პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი და ავთანდილ გურგენიძის ნახატების გამოფენა “ფრანკფურტის შთაბეჭდილებები” გაიმართება.
პრიზის გადაცემის ცერემონიალს საქართველოს დიასპორების სამინისტროს, გერმანიის საელჩოს, გოეთეს ინსტიტუტის, DAAD-ის და ქართული კულტურის წარმოამდგენლები დაესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები