სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა.
ჯანაშიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. სდსს-ის ყოფილი უფროსის თქმით, არც მას და არც მის წინამორბედს უკანონო არაფერი ჩაუდენია.
რაც შეეხება ჯანაშიას ადვოკატს, გოგიტა გაბაიძემ განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე წაუყენეს, რაც გაფლანგვას გულისხმობს.
ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალები 12 ტომს შეადგენს. ამას გარდა, გოგიტა გაბაიძის განცხადებით, მისთვის ჯერ უცნობია, აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით რა სახის შუამდგომლობით მიმართავს პროკურატურა სასამართლოს.