ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად წელს 180 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
2014 წლის იანვარ-ივნისის თვეებში საქართველოში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს სამხარეო მთავარი სამმართველოების მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს რეგისტრირებულია 180 გარდაცვლილი პირი, მათ შორის კახეთში - 22; ქვემო ქართლში - 19; შიდა ქართლში - 22; სამცხე-ჯავახეთში - 3; იმერეთსა და რაჭაში - 32; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 16; აჭარაში - 11; გურიაში - 2; თბილისში - 46; მცხეთაში - 7.
ამავე პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სულ 3635 ადამიანი დაშავდა