საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს (ლაგოდეხი) სასაზღვრო სექტორებს ესტუმრა.
ზურაბ გამეზარდაშვილმა 4 სექტორის (ცოდნისკარი, მსხალგორი, ახალსოფელი და შილდა) მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა და მესაზღვრეების სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ყველა მესაზღვრეს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისათვის და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.