რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი ვლადიმერ ჟირინოვსკი პოლონეთსა და ბალტიისპირეთს ემუქრება, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროპა და ნატო რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში თავის პოლიტიკას გაარძელებს და მას უკრაინას არ დაუთმობს. განცხადებები ამის შესახებ მან რუსეთის ტელევიზიის ეთერში გააკეთა.
„ომისა და მშვიდობის ყველა საკითხი დღეს და საერთოდაც უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ერთი ადამიანის მიერ - რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის მიერ წყდება",_ განაცხადა ჟირინოვსკიმ.
მისივე თქმით, როგორი გეგმებიც არ უნდა წერონ ნატოსა და ბრიუსელში, რა დირექტივებსაც არ უნდა მოაწეროს ხელი ბარაკ ობამამ, მათ მაინც არანაირი ძალა არა აქვთ.
„გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ადამიანი მიიღებს - რუსეთის სახელმწიფოს მეთაური, როგორც ეს იყო პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება ნიკოლოზ მეორემ მიიღო, ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ყველა საბოლოო გადაწყვეტილებას სტალინი იღებდა და ასეა ახლაც.
მესამე მსოფლიო ომი - მთავარი გადაწყვეტილებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ის უკვე მიღებულია. ის თანდათანობით იქნება გახმოვანებული, იმისათვის რათა ისინი მიხვდდნენ: ბიჭებო, ისევ გჭირდებათ გადამწვარი ევროპა? ევროპელებს არ უნდათ. რა დარჩება ბალტიისპირეთისგან? არც არაფერი არ დარჩება! იქ კი ნატოს თვითმფრინავებია და რაკეტსაწინაათმდეო სისტემებია პოლონეთში",_ განაცხადა ჟირინოვსკიმ და პოლონეთსა და ბალტიისპირეთს დაბომბვას დაპირდა და განაცადა, რომ ეს ქვეყნები განადგურდება.
„ბალტიისპირეთი, პოლონეთი - ესენი საერთოდ განწირულები არიან. ისინი განადგურდება. იქ აღარაფერი დარჩება - ამიტომაც გონს მოვიდნენ, ამ პატარა კვაზი სახელმწიფოების მეთაურები და დაფიქრდდნენ თუ როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი!
ამერიკას არაფერი ემუქრება, ის შორსაა, აი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კი თავად აყენებენ თავიანთ თავებს სრული განადგურების წინ. და დამნაშავეები არიან ისინი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მათი ტერიტორიიდან აფრინდდნენ თვითმფრინავები და რაკეტები რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იქნებიან მიმართულნი. ჩვენ იძულებული ვიქნებით ისინი გავანადგუროთ აფრენამდე ნახევარი საათით ადრე. ამისათვის კი დაბომბვები დაგვჭირდება, რომლებიც გამორიცხავენ, რომ სადმე დარჩება ერთი რაკეტა მაინც და ერთი ვერტმფრენი მაინც.
ანუ ბალტიისპირეთი არ არსებობს და პოლონეთი არ არსებობს. ითხოვოს ნატომ სასწრაფო მოლაპარაკებები ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ჩვენ გავჩერდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში 45 წლის მაისს კიდევ ერთხელ მოვუწყობთ",_ განაცხადა ჟირინოვსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები