კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის დაკითხვა გიორგვლიანი საქმის ოქროყანის ეპიზოდთან დაკავშირებით 13 აგვისტოს გაგრძელდება. 11 აგვისტოს გამართული სასამართლო პროცესი მას შემდეგ შეწყდა და გადაიდო, რაც მელნიკოვის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა აცილების საკითხი დააყენა.
ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი მელნიკოვის გარდა, იცავს აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულ ვალერიან მეტრეველს. ადვოკატმა განმარტა, რომ ვინაიდან მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა, მისი ჩვენება ეწინააღმდეგება მისი დასაცავი პირის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, დადგა ადვოკატის აცილების საკითხი, რის გამოც პროცესი შეწყდა.