სანდრო გირგვლიანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის აღიარებით ჩვენებას სოზარ სუბარი ეხმაურება. ყოფილი სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გირგვლიანის საქმე იყო და დღემდე რჩება ქართული სახელმწიფოს და ქართული მართლმსაჯულების სირცხვილად.
"ეს არის საქმე, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი, მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო და პროკურატურა თანამშრომლობდნენ ამ საქმის გაყალბებაში, თანამშრომლობდნენ იმაში, რომ დამნაშავეები დარჩენილიყვნენ დაუსჯელები. დღეს ამ შეცდომის გამოსწორება ხდება. ბუნებრივია, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს",-აცხადებს სუბარი.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი თავს დამნაშავედ გრძნობს და საკუთარ ბრალს აღიარებს - ამის შესახებ მელნიკოვმა, 11 აგვსიტოს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცეზე განაცხადა.
მელნიკოვის განცხადებით, დათა ახალაიამ, თაკო სალაყაიას თხოვნით აიყვანა ბუხაიძე და გირგვლიანი ოქროყანაში„ თაკოს ელაპარაკებოდა დათა, ვარაცამ შემაწუხაო, ახალაიამ დაიწყო რეკვა, დონაძის ტელეფონით ალანაისთნ და მეტრეველთან. ახალაიმ დამანახა ორი პიროვნება გადიო მეტრევლი ნახეო და მაჩვენა ორი ბიჭი",- ჰყვება მელნიკოვი და იმ მოვლენებსაც იხსენებს, რომელიც მას შემდეგ განვითარდა, რაც ოქროყანაში განვითარებული მოვლენები საზოგადოებისთვის, ტელევიზიის საშუალებით გახდა ცნობილი. მელნიკოვის განცხადებით, დათა ახალაიამ, ზურაბ ადიშვილისგან მიიღო პირობა, რომ კუდის მაღალჩინოსნებისთვის სასჯელი არ იქნებოდა მკაცრი. მელნიკოვის თქმით ამის შემდეგ დათა ახალაიამ მაშინდელი პრეზიდეტისგანაც მიიღო პირობა რომ მკვლელობისთვის დაკავებულებს ამნისტია შეეხებოდა.