„ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე სანდრო გირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვის აღიარებით ჩვენებას დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის თხრობითი ფორმის ბრალები არავისთვისაა მისაღები.
„როგორც ჩანს, ჩაერთო ამ „თხამ შეჭამა ვენახის" ჯაჭვში ერთ-ერთ რგოლად: რომ ვიღაცამ უთხრა რაღაც, მერე იმან უთხრა ვიღაცას რაღაც, იმან ვიღაცას რაღაც. რა თქმა უნდა, ეს თხრობითი ფორმის ბრალები არავისთვისაა მისაღები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მას ექნება რაღაც მიღებული, თუ ის ვაჭრობდა, როგორც თვითონ ამბობს - სააკაშვილთან ან ვანო მერაბიშვილთან რაღაც პირობებზე, ივაჭრებდა ამათთანაც",-აცხადებს თარგამაძე.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი თავს დამნაშავედ გრძნობს და საკუთარ ბრალს აღიარებს - ამის შესახებ მელნიკოვმა, 11 აგვსიტოს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცეზე განაცხადა.
მელნიკოვის განცხადებით, დათა ახალაიამ, თაკო სალაყაიას თხოვნით აიყვანა ბუხაიძე და გირგვლიანი ოქროყანაში„ თაკოს ელაპარაკებოდა დათა, ვარაცამ შემაწუხაო, ახალაიამ დაიწყო რეკვა, დონაძის ტელეფონით ალანაისთნ და მეტრეველთან. ახალაიმ დამანახა ორი პიროვნება გადიო მეტრევლი ნახეო და მაჩვენა ორი ბიჭი",- ჰყვება მელნიკოვი და იმ მოვლენებსაც იხსენებს, რომელიც მას შემდეგ განვითარდა, რაც ოქროყანაში განვითარებული მოვლენები საზოგადოებისთვის, ტელევიზიის საშუალებით გახდა ცნობილი. მელნიკოვის განცხადებით, დათა ახალაიამ, ზურაბ ადიშვილისგან მიიღო პირობა, რომ კუდის მაღალჩინოსნებისთვის სასჯელი არ იქნებოდა მკაცრი. მელნიკოვის თქმით ამის შემდეგ დათა ახალაიამ მაშინდელი პრეზიდეტისგანაც მიიღო პირობა რომ მკვლელობისთვის დაკავებულებს ამნისტია შეეხებოდა.