საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, თანამედროვე ვიდეოაპარატურის პრეზენტაცია გაიმართა.
დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს წარუდგინა აპარატურა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყების ცხელი ხაზის ოპერატორებთან ვიდეოკავშირს უზრუნველყოფას.
შაშკინის განცხადებით, აქამდე ეს ურთიერთობა ტელეფონის მეშვეობით ხორციელდებოდა.
"ამიერიდან სამინისტროში მოსულ მოქალაქეებსა და ცხელი ხაზის ოპერატორებს შორის ვირტუალური კომუნიკაცია დამყარდება. ოპერატორი, რომლის გამოსახულებაც მონიტორის ეკრანზე ჩანს, მოქალაქეს მისთვის საჭირო ინფორმაციას მარტივად და სწრაფად მიაწვდის",- განაცხადა შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები