პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ევროპელი ლიდერის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ თანაგრძნობას ის ადამიანები გამოხატავენ, რომლებსაც ყოფილ პრეზიდენტთან გარკვეული მეგობრული ვალდებულებები აქვთ.
„მათ სამწუხაროდ არ იცოდნენ ის საშინელები, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში, თუნდაც ომი. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, შემზარავი იყო იმ კადრების ნახვა, რაც ვიხილეთ 2008 წლის ომში, მათ შორის გაქცეული მთავარსარდალი. ამას მომავალი თაობა კიდევ უფრო კარგად და ძალიან მკაცრად შეაფასებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.