ჰააგიდან პირდაპირი მოთხოვნაა აგვისტოს ომის საქმე გამოვიძიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ჰააგა გამოიძიებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მისი თქმით, აგვისტოს ომის გამოძიება სახელმწიფოს ვალდებულებაა, აგვისტოს ომის ყველა დეტალი და ნიუანსი გამოძიებული იყოს.
"ის ინფორმაცია, რაც გუშინ თქვა თეა წულუკიანმა, დადასტურებულია. ჰააგიდან პირდაპირ მოთხოვნა არსებობს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან აგვისტოს ომი იქნას გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ჰააგა გამოიძიებს ამ ომის ყველა დეტალს და ყველა ნიუანსს. ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული", - განაცახდა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება თეა წულუკიანი განცხადებას, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება უნდა დაჩქარდეს, რადგან იმის გამოძიება ჰააგის პროკურორს არ მოუწიოს.