„დღეს ვგლოვობთ ჩვენს ძმებს, დებს, ვინც სამშობლოსთვის ომში უთანასწორო ბრძოლაში დაეცნენ. ერთმანეთს ვაძლევთ პირობას რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა  აღარასდროს განმეორდეს სისხლისღვრა",-ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
პრეზიდენტმა  დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"ბუნებრივია, ერთმანეთს ვაძლევთ პირობას, ერთმანეთს ვაძლევთ ფიცს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ , რათა აღარასდროს  განმეორდეს სისხლისღვრა და ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დავიცვათ  მშვიდობით და იმ ბრძოლით, რომელსაც ყოველდღე ვაწარმოებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად", - განაცხადა მარგველაშვილმა. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები