„ქართული ოცნების" მიერ შერჩეულ თანამდებობის პირთა ირგვლივ სკანდალები არ მთავრდება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენისთვის გახდა ცნობილი, ამჯერად პრობლემა ისევ ფოთის, და როგორც არჩევნებამდეც ამბობდნენ, რეგისტრაციაში კანონდარღვევით გატარებულ და ახლად არჩეულ მერს - ირაკლი კაკულიას აქვს.
ფოთის მერის მიმართ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, საფრანგეთში მცხოვრები მამუკა სოფრომაძე აპირებს.
სოფრომაძემ ამ საქმისათვის საქართველოში ცნობილ ადვოკატებს მიმართა. მათგან ჯერჯერობით მხოლოდ გელა ნიკოლაიშვილის გვარი გახდა ცნობილი.
მამუკა სოფრომაძის ოჯახი ფოთის ახლადარჩეულ ირაკლი კაკულიას, რომელიც წარსულში მათი ახლობლად ითვლებოდა, მათი კუთვნილი, დიდი ოდენობის თანხების მითვისებაში დებს ბრალს და ამ ფაქტის სასამართლოდ გზით დამტკიცებას აპირებს.