კიევში, მაიდანზე შეტაკებები დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ე.წ მაიდნის თავდაცვის წევრებსა და სპეცდანიშნულების ბატალიონის მებრძოლებს შორის დაპისპირება მიდმინარეობს.
თავდაცვის წევრებმა სპეცბატალიონი მებრძოლებს მოლოტოვის კოქტეილები და ქვები ესროლეს.
პროფკავშირების სასახლესთან კი საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს.
სიტუაცია მასშემდეგ დაიძაბა, რაც კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებმა მაიდანზე გაშლილი კარვებისა და აღმართული ბარიკადების დაშლა დაიწყეს.