რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები თავისი ამოცანების შესასრულებლად მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ. ასეთი დავალება მინისტრმა სამხედრო უწყების ხელმძღვანელობასთან გამართული თათბირის შემდეგ გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„მსოფლიო იცვლება კარდინალურად და როგორც თქვენთვის ცნობილია წარსულის გამოცდილებიდან სამშვიდობო ბრიგადები შესაძლოა მოულოდნელად გახდდნენ საჭირო",_ განაცხადა მან.
„სწორედ ამიტომაც სამშვიდობო ძალების დანაყოფები და ბრიგადები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყვნენ",_ განაცხადა მინისტრმა.
თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებით, „ყველა სამშვიდობო ბრიგადა დაკომპლექტებული უნდა იყოს - და დღეს ეს მართლაც ასეა - მხოლოდ და მხოლოდ კონტრაქტით მომსახურეები. არც ერთი წვევამდელი აქ არ უნდა იყოს",_ განაცხადა შოიგუმ.
მასალის გამოყენების პირობები