გერმანიის მთავრობა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯების გადადგმისაგან, რომლებიც უკრაინაში არსებული სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციას შეუწყობს ხელს.
განცხადება ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სავსან ჩებლიმ ბერლინში გააკეთა.
"ჩვენ მაქსიმალურად შესაძლებელ განჭვირვალობას მოვითხოვთ და მოვუწოდებთ რუსეთს თავი შეიკავოს ნებისნიერი ნაბიჯისგან, რომელიც ესკალაციის ხელისშემწყობი იქნება",_ განაცხადა დიპლომატმა.
მისივე თქმით, ოფიციალური ბერლინის აზრით, ამგვარი ნაბიჯი შეიძლება იყოს რუსეთის მიერ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო წვრთნა და უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის კონცენტრაციის გაზრდა.