დონბასელმა ბოევიკებმა საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის" სამი თანამშრომელი ტყვედ აიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოევიკებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დემონსტრირება მოახდინა, რომელშიც ერთ ერთი ბოევიკი მეორეს პატაკს აბარებს, რომ დატყვევებულია მძღოლი, თარჯიმანი და წითელი ჯვრის თანამშრომელი.
ერთ ერთმა ბოევიკმა განაცხადა, რომ მძევლები სარდაფში ჰყავთ.
უკრაინული მედიის მონაცემებით, ტერორისტებს ივლისის მონაცემებით 200-300 მდე ადამიანი ჰყავთ მძევლად.
მასალის გამოყენების პირობები