საქართველოს სს მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს კატეგორიულად გამორიცხავს.
“ზოგიერთი პარლამენტარის მოსაზრება, რომ ჩვენ თითქოს ფარულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან ვამოში გაწევრიანებაზე სიმართლეს არ შეესაბამება და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი მოლაპარაკებები კატეგორიულად გამორიცხულია” – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ქართული მხარე უარს არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით აცხადებს, ასევე ამ ქვეყნის სტანდარტები ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტევბს არ შეესაბამება.
გავრცელბეული ინფორმაციით, ქართული მხარე ვამოში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფარულ მოლაპარკებებს აწარმოებდა.
მასალის გამოყენების პირობები