ლატვია, ლიტვა და ესტონეთი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან „ლუგანსკის დემოკრატიული რესპუბლიკა" და „დონეცკის დემოკრატიული რესპუბლიკა" ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარონ. განცხადება ამის შესახებ ამ ქვეყნების დიპლომატებმა კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
„ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლატვია მზადაა ეს გააკეთოს", _ განაცხადა უკრაინაში ლატვიის ელჩმა არგიტა დაუდზე. ლიტვის ელჩმაც ეს დაადასტურა.
„ამ წინადადებას ასევე მხარი დაუჭირა ესტონეთის ელჩმა უკრაინაში ულლა უიბომ",_ წერს უკრაინული მედია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 16 მაისს „ლუგანსკის დემოკრატიული რესპუბლიკა" და „დონეცკის დემოკრატიული რესპუბლიკა" ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარა.