საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ტელეიმედის" საქმეზე მოსამართლისა და პროკურორების აცილებას ითხოვს.
მერაბიშვილის გაცხადებით, ისინი (პროკურორები) "მთავარი პროკურორები არ არიან" და შესაბამისად, მათ ბრალის წარდგენის უფლებამოსილება არ გააჩნიათ.
ექს-პრემიერმა ასევე მოითხოვა მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის აცილებაც.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეიმედში შეჭრის საქმეს განიხილავს. სხდომას ივანე მერაბიშვილი და დედაქალაის ექს მერი გიგი უგულავა ესწრებიან.