რუსეთის მოქალაქეები უკრაინის მიმართ პუტინის აგრესიული პოლიტიკის მძევლები გახდდნენ. ისინი სულ უფრო და უფრო მეტად აფიქსირებენ ნეგატიურ დამოკიდებულებას მეზობელი ქვეყნის მიმართ.
საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი „ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებული სოცილოგიური გამოკითხვის შედეგებს რუსული მედია აქვეყნებს.
„რუსეთის მოქალაქეთ 55 % უკრაინისადმი ნეგატიურად არის განწყობილი. 6 თვის წინ ეს მაჩვენებელი 49 % შეადგენდა. გამოკითხული ყოველი მესამე ადამიანი უკრაინის მიმართ სიმპატიით არის განწყობილი. 13 % -მა კი ჯერ ვერ გაარკვია თუ რა დამოკიდებულება აქვს",_ წერს რუსული მედია.
გამოკითხულთა 40 % მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ამჯამად შუღლია, ხოლო 2 % კი მიინევს, რომ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებს შესაძლოა მეგობრული და თბილიც კი უწოდო.
გამოკითხულთა 2/3 მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებაში ბრალი უკრაინას მიუძღვის, ხოლო 8 % კი ურთიერთობების დაძაბვაში ორივე მხარეს ადანაშაულებს.
ამავდროულად გამოკითხულთა 74 % -მა აღნიშნა, რომ მათ ამერიკელები არ უყვართ. ევროპელები რუსეთის გამოკითხულ მოქალაქეთა 60 არ უყვართ.
გამოკითხვა ივლისის ბოლოს ჩატარდა. გაიკითხა 1,5 ათასზე მეტი ადამიანი.