"ვარდების მოედანთან" მდებარე "ხინკლის სახლს" ხანძარი გაუჩნდა.
შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად სამზარეულოში, სავენტილაციო სისტემას მოეკიდა, შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა.
დამწვარია 30 კვადრატული მეტრის ფართობი. ხანძრის დროს შენობაში სახლის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, მათგან არავინ დაშავებულა.
ადგილზე 20 სამაშველო ბრიფადა მუშაობდა. ხანძრის გამოწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მას ექსპერტიზა დაადგენს.