პრეზიდენტმა 280 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა.
,,შეწყალების კომისიამ სულ სულ განიხილა 2743 პირის საქმე. მათგან 1228 განცხადება სრულად აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომელიც განსაზღვრულია შეწყალების კომისიის დებულებით. შეწყალებულია 280 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალია, 10 არასრულწლოვანი. 280 მსჯავრდებულიდან სულ 169 პატიმარი გათავისუფლდება საპატიმრო დაწესებულებიდან, რომელთაგან 5 ქალი, 4 კი არასრულწლოვანია. დანარჩენ 111 მსჯავრდებულს შეწყალების აქტით შეეცვალა სასჯელი ", _ განაცხადა ზვიად ქორიძემ.