27-28 მარტს სიღნაღში, სასტუმრო "ფიროსმანში" საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა გახსნა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ და მოწვეულ სტუმრებს სისხლის სამართლის პოლიტიკა და პროკურატურაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებაზე, სხვადასხვა პროექტებში პროკურატურის ჩართულობასა და მონაწილეობაზე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმაზე, სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსზე და ამ მხრივ საქართველოს პროკურატურაში დაგეგმილ ღონისძიებებზე.
"საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის შესახებ უშუალოდ პროექტში ჩართულმა პროკურორებმა ისაუბრეს.
დასასრულს გაიმართა დისკუსია.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს მთავარი პროკურატურა, ევროპის საბჭო და დანიის კავკასიის პროგრამა 2008-2009 სათანადო მართვის, ადამიანის უფლებათა და კანონის გაუმჯობესება საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები