გლდანში, წყალსადენის ქუჩაზე ნავთობაზა აფეთქდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ სამაშველო და სახანძრო ბრიგადები.
მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მიმდებარე შენობები იწვის.