აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო.
,,აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო. კანონის უზენაესობის ერთგულება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველამ უნდა დაიცვას კანონი, არამედ იმასაც, რომ სამართლებრივი სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური შურისძიების იარაღად. ჩვენ ამ და სხვა დაკავშირებულ საქმეებს ყურადღებით ვაკვირდებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვის მნიშვნელობას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.