ე.წ. ხურჩას ტერაქტის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 11:00 საათზე იწყება. აღნიშნულ საქმეში ბრალდებული აფხაზეთის „კუდის" ყოფილი ხელმძღვანელი რომან შამათავაა. მას ბრალად ტერორისტული აქტის მოწყობა და უფლებამოსილების გადამეტება ედება, რაც ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ შსს-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი.