ლუგანსკში გასული დღეღამის განმავლობაში გახსნილი ცეცხლის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. დაჭრილია 8 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ლუგანსკის საქალაქო საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი ხანდაზმულია და ისინი მოხუცებულთა სახლის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ.
ასევე მათი ინფორმაციით, გასული დღეღამის განმავლობაში დაფიქსირებულია „სასწრაფო დახმარების" მანქანის გამოძახების 96 შემთხვევა. დაზიანებიულია 14 საცხოვრებელი სახლი. ბინებრივი აირის გარეშე დარჩენილია 4 ათასზე მეტი აბონენტი.