ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქეები -ფათიჰ სანჯაქთუთანი და აიჰან ფეჰლივანი დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა - ფათიჰ სანჯაქთუთანმა და აიჰან ფეჰლივანმა ერთ ერთ მოქალაქეზე 6 000 ყალბი თურქული ლირა გაასაღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქ/პუნქტით, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.