30 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტეოდორ ბაკონსკი ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება.
სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, 30 მარტს, 10:35 სთ-ზე ტეოდორ ბაკონსკი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს მოინახულებს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. 11:00 სთ-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგება შეხვედრა საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომლის დასრულების შემდეგ, 12:00 სთ-ზე გაიმართება ერთობლივი პრეს-კონფერენცია. 14:30 საათზე რუმინეთის საგარეო სქმეთა მინისტრი მცხეთაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საველე ოფისს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ტეოდორ ბაკონსკი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან.