დღეს, 29 ივლისს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად ბრალს ს წაუყენებენ.
კანონმდებლობის თანახმად, რადგან სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ბრალის წარდგენა ადვოკატის მეშვეობით მოხდება, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს მიმართავს - აღმკვეთი ღონისძიების სახით, დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდების გამოყენების თაობაზე.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა და ის პოლიტიკურად მოტივირებულია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.
მასალის გამოყენების პირობები