ყოფილი სახალხო დამცველი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ეხმიანება და აცხადებს, რომ აუცილებელია უკანონო ქმედებებში დამნაშავე ადამიანებმა პასუხი აგონ.
,, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურის განცხადებაში ნახსენები იყო ოთხი ნომებრის საკითხი. ეს არის ის თემა, რომელიც მე გავაჟღერე პირველად. მოვითხოვე მაშინდელი პარლამენტისგან, რომ საგამოძიებო კომისია შემდგარიყო და მზად ვიყავი მოწმეები დამესახელებინა, რომელიც უტყუარ მტკიცებულებებს დადებდნენ, თუ როგორ ითხოვდა ვანო მერაბიშვილი, რომ უნდა ეცემათ ყველა აქტივისტი ", _განაცხადა ჟურნალისტებთან სუბარმა.
პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.