მახათას მთაზე ორი ხეივანი გაიხსნა. ერთს ქართველთა, აფხაზთა და ოსთა ხეივანი ეწოდა, ხოლო მეორე საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს ეძღვნება.
ხეივნების მოწყობა ახალგაზრდული ფორუმისა და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით მოხდა.
ხეივნები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა.