პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
,პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს, პროფესიონალურად. მე ვიტყოდი იგივეს რაც არა ერთხელ მითქვამს, რომ კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი უნდა იყოს", _განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Mმიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე მეორედ დაიბარეს. იგი საგამოძიებო უწყებაში, ხვალ, 28 ივლისს 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.