29 და 30 ივლისს, 18:00 საათზე, 2013-2014 წლების თეატრალური სეზონის დასასრულს, 120 წლის ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერას გამართავს.
წარმოდგენილი იქნება რიჩარდ ნეშის „წვიმის გამყიდველი", რომლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია მამუკა ცერცვაძე, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი - ლელა ფერაძე და ნანა ყორანაშვილი, ქორეოგრაფი - ნანა ამირანაშვილი, ტექნიკური რეჟისორი - მარინა პაპუაშვილი.
რომანტიკულ კომედიაში ერთ მოქმედებად მონაწილეობენ: თამუნა ჯაჯანაშვილი, გოჩა აბაშიძე, გიორგი ბრეგვაძე, გიორგი კენჭოშვილი, გიორგი ჩაჩანიძე, ანზორ ცაბაძე, არჩილ ხვედელიძე.