"მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და ღირებულებებს", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები იქნება: სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება; მეწარმეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რათა გაიზარდოს ამ უკანასკნელის როლი და წილი ეკონომიკაში; კერძო სექტორისათვის ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ახალი ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების გზით;
"საქართველოს ეკონომიკის რეგიონალური და გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლება ქვეყნის შედარებითი უპირატესობების გონივრული გამოყენების გზით; საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება, რაც უზრუნველყოფს საქართველოს პროდუქტისა და მომსახურების ექსპორტის ზრდას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს.