დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ თემქის მოსახლეობას ბზობის დღესასწაული მიულოცა.
უგულავა მრევლს ღვთისმშობლის შობის ტაძართან შეხვდა. საუბარი რაიონში არსებულ პრობლემებს შეეხო.
ამის შემდეგ უგულავა ტაძრის წინამძღვარმა დალოცა და მას წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა.
"მინდა ეს დღესასწაული ყველას მივულოცო. ეს კვირა ყველა მორწმუნე ადამიანისთვის განსაკუთრებულია", - განაცხადა უგულავამ.