პარლამენტის წევრმა გივი თარგამაძემ ქურდული სამყაროს იმ წარმომადგენელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველო იმყოფებოდნენ.
"ბატონო ლექსო, მოვისმინეთ, რომ თქვენი პრინციპია, რომ ებრძოლოთ მათ, მაგრამ გეტყვით, რომ საქმე მარტო "რემენას" არ ეხება. ცხრა ადამიანი: რამაზ ციკორიძე, გია გიორგაძე, ჯემალ მამოიანი, პოლიკარპე ჯანელიძე, გელა ქარდავა, გიზო ქარდავა, გიორგი ჯანელიძე, მამუკა ჭკადუა, რომან ბარბაქაძე, მირიან გორაძე არიან საქართველოში ექსტრადირებული, ან დეპორტირებული და გინდა გვითხრათ, რომ ისინი პარაშუტით სადღაც გადახტნენ", - განუცხადა პარლამენტის წევრმა გივი თარგამაძემ შსს მინისტრს.
მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ "რემენა" იყო ჭიათურაში.
„აშენებდა რაღაც ეკლესიას - მიიყვანეს ის, მოუყვანეს ახლობლები. ამას მათ ენაზე ჰქვია "მანილნა". გიზო ქარდავა ტყეში ჰყავდათ სამი დღე. ფული მოიკითხა ვისგანაც იყო დავალებული. ფულის ნაწილი თქვენს თანამშრომლებს დაუტოვა, ნაწილი თურქეთში წაიღო", - განაცხადა თარგამაძემ
პარლამენტის წევრმა მიმართა იუსტიციის მინისტრსაც.
"ქალბატონო თეა, თქვენ რომ მკვლელების მემორიალი გახსენით - როგორც გაირკვა, ვაზაგაშვილს, როგორც მინიმუმ, ორი კაცი ჰყავს მოკლული და მამამისი, ბატონი იური - იგივე იურა ოსი, რომელსაც დასაბუთებულად გაუთავებული ჰყავს ხალხი, ბატონ კუბლაშვილს მორალს უკითხავდა. მემორიალის გახსნა ყველაზე საზარელი ფაქტია და თქვენ, ეს მომერიალი რომ გახსენით, ერთი კვირის შემდეგ იმ მემორიალთან მამოიანი იდგა. იგივე გორაძე, ლავასოღლი - მას სხვადასხვა გვარები აქვს. ისე არის მირიან გორაძე და როცა ჩვენ მის შესახებ ვთქვით, ქალბატობმა ნინო გიორგობიანმა თქვა, რომ გორაძე ძებნაში არ იმყოფება, ხოლო მინდია აბაშიძეს არ გადმოუკვეთია საზღვარი. ამ ადამიანს კიდევ ერთი პასპორტი გაუკეთებია და არის გურამ გურამის-ძე აბაშიძე, რომელზეც წუთების და წამების მიხედვით მოგაწვდით, როდის შემოვიდა უკრაინიდან, მერე თურქეთში როდის გავიდა, როდის შემოვიდა თურქეთიდან და როდის გავიდა. ძებნაში არის გურამ გურამის-ძე აბაშიძე განსხვავებით იმისგან, რაც თქვენ თქვით", - აღნიშნა თარგამაძემ
მისი თქმით, მთავრობას ამ სიტუაციიდან გამოსავლი არ აქვს.
„ის, რომ ილა კეჭაყმაძე - კახი კალაძის უახლოესი ადამიანი, "რემენას" დახვდა და წაიყვანა, ამაში კი არ არის საქმე. საქმე არის გაცილებით უფრო უარესი. საქმე არის იმ ადამიანში, ვისაც ყველაზე დიდი პრემია მიეცით - საქმეა დარბაისელში. როცა გიზო ქარდავა ჰყავდათ ტყეში, მაშინ ჩამოყალიბდა ეს სისტემა. თქვენ ხომ იცით, რითი მოხვედით ამ ხელისუფლებაში. მთელი ციხე რომ ყვიროდა "ახლა ბიძოს დროა", ამით მოხვედით და გაეცით იმხელა კრედიტი, რომელსაც ვერ მოერევით", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
პრემიერ მინისტრმა ირაკლიღარიბაშვილმა თარგამაძეს და მის ბრალდებებს "უსაფუძვლო" და "უზნეო" უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები