სრულიად საქართველოს კათოლიკოს პარტიარქი ილია მეორე მრევლს საქართველოს გამთლიანებისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს.
გაძლიერებული ლოცვის მოწოდებით უწმინდესმა საზოგადოებას დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებული საზეიმო წირვის შემდეგ, ქადაგებისას მიმართა.
"დღეს არის უდიდესი დღესასწაული. ახლოვდება კიდევ ერთი დიდი დღესასწაული - აღდგომა უფლისა. ღმერთმა ძალა მოგცეთ, დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. გააძლიერეთ ლოცვები", - მიმართა უწმინდესმა ტაძარში შეკრებილ მრევლს.
ამ დროისთვის სამების საკათედრო ტაძარში ბზის კურთხება დასრულებულია.