2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელზე გორში ხეები დაირგო.
გამწვანების აქცია თავდაცვის ეროვნული აკადემიის ტერიტორიაზე, პროექტის "დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო" ფარგლებში გაიმართა. მასში სამხედროებთან ერთად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემაც მიიღო მონაწილეობა.
აკადემიის ეზოში სამხედროებმა სულ 500 ნერგი დარგეს.
"ესაა განსხვავება ქართულ და რუსულ ჯარებს შორის. რუსული არმია არის ოკუპანტი ჯარი და ტყეებს წვავს, ქართული კი, სამშობლოს დამცველი არმიაა. ისინი მუდამ მზად არიან დაიცვან მტრისგან განადგურებული და დაზიანებული ბუნება და გარემო", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.