ქართველმა მოჭადრაკემ ბაადურ ჯობავამ ხორვატიის ქალაქ რიეკაში დასრულებულ ევროპის XI ინდივიდუალური ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
11 ტურის დასრულების შემდეგ, 26 წლის ქართველმა მოჭადრაკემ ტაი-ბრეიკებში წარმატებით იასპარეზა და თანაბარი ქულების მქონე რუსეთის წარმომადგენელ - არტიომ ტიმოფეევთან შეხვედრაში გამარჯვება და ყაიმი მიითვალა.
11 ტურის შედეგებით, ევროპის ჩემპიონი 9.0 ქულით რუსი იან ნეპომნიაშჩი გახდა. ჯობავამ და ტიმოფეევმა რომლებმაც 8.5-8.5 ქულა დააგროვეს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მედი დამატებით პარტიებში გაარკვიეს.
ტაი-ბრეიკის პირველ შეხვედრაში ჯობავამ შავი ფიგურებით ითამაშა და მეტოქეს მე-40 სვლაზე სძლია, განმეორებით პარტიაში კი ტიმოფეევი ყაიმს 73-ე სვლაზე დათანხმდა.