პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ხელი უკვე მოაწერა და განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი_გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი_ კახა კალაძე, შს მინისტრი _ ალექსანდრე ჭიკაიძე, იუსტიციის ინისტრი_თეა წულუკიანი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში_ ალექსი პეტრიაშვილი, თავდაცვის მინისტრი_ირაკლი ალასანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი_პაატა აქარეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი; ფინანსთა მინისტრი _ ნოდარ ხადური;განათლებისა და მეცნიერების მინისტრი_თამარ სანიკიძე;სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი_ლევან ყიფიანი;გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი_ელგუჯა ხოკრიშვილი;ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი _ სოზარ სუბარი;საგარეო საქმეთა მინისტრი_მაია ფანჯიკიძე;სოფლის მეურნეობის მინისტრი_ოთარ დანელია;სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში - გელა დუმბაძე;შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი_დავით სერგეენკო;სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი -გიორგი მღებრიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი_მიხეილ გიორგაძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტს ერთი კვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ გადაწყვიტოს გამოუცხადებს თუ არა ნდომას მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას.