ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ზუგდიდში იმყოფება.
მინისტრმა ამჯერად ძლიერი ქარის შედეგად სამეგრელოს რეგიონში დაზარალებული დევნილები მოინახულა.
ძლიერმა ქარმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ონარიაში სახურავი 5 კორპუსს გადახადა, რომელშიც იძულებით გადაადგილებული პირების გარდა არადევნილი მოსახლეობაც ცხოვრობს.
სუბელიანმა დაზარალებულები დღეს დილით ზუგდიდის გამგებელთან ერთად მოინახულა და მათ პრობლემის დროულად მოგვარების პირობა მისცა.
მინისტრის განმარტებით, ქარის შედეგად დაზარალებული კორპუსები მაქსიმუმ 10 დღის ვადაში გადაიხურება.
"მთავარია ქარი ჩადგეს. ყველა ობიექტი გადაიხურება და გარემონტდება", - განმარტა სუბელიანმა.
ზარალის სალიკვიდაციო თანხის სავარაუდო ოდენობად 200 ათასი ლარი სახელდება.