2014 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5448 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1419 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (15 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4028 მლნ. აშშ დოლარს (16 პროცენტით მეტი). „საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ივნისში 2609 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.